კილიან მბაპე, ფლორენტინო პერესი
Aa
Aa

„ამას არავინ ინანებს“ - პირადი საუბარი პერესსა და მბაპეს შორის

კილიამ მბაპეს მადრიდული კარიერა არც ისე ხმაურიანად დაიწყო. ფრანგ ფორვარდს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა, თუმცა 2 თვის შემდეგ, „კუნინძამ“ ნელ ნელა ჩვეულ სტილში ათამაშება დაიწყო.

Marca-ს ცნობით, რამდენიმე კვირის წინ იყო პირადი საუბარი ფლორენტინო პერესსა და მბაპეს შორის, სადაც ფრანგი ფორვარდი პრეზიდენტს პროგრესს დაჰპირდა.

წყაროს თანახმად, მბაპემ დონ ფლორენტინოს უთხრა, რომ მისი სათამაშო დინამიკა შეიცვლებოდა და ის კარგ შედეგებს მიაღწევდა. საუბრის მთავარი მესიჯი იყო: „არავინ არ ინანებს ჩემს გაფორმებას“ - უთხრა კილიანმა პრეზიდენტს.

Marca წერს, რომ პრეზიდენტისთვის მნიშვნელოვანი იყო კილიანისგან ეს სიტყვები მოესმინა, რის შემდეგაც ამ საუბარმა არსებულ სიტუაციაზე დადებითი გავლენა მოახდინა.

ამ მომენტისთვის მბაპემ „რეალის“ მაისურით ჩატარებულ ყველა ოფიციალურ შეხვედრაში ასეთი სტატისტიკა დააფიქსირა: 24 მატჩი, 14 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მბაპემ და ვინისიუსმა პრობლემური ბარიერი დაძლიეს, რამაც მათი დუეტის უკეთ შეთამაშება და ათამაშება გამოიწვია. 2025 წლიდან კი უფრო მეტს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა
გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა