ბასილაშვილი AUS OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს
საჩოგბურთო სამყაროში სასიამოვნო სიახლეა. როგორც მოგეხსენებათ, წლის პირველი დიდი სლემი ავსტრალიის ღია პირველობა იანვარში იწყება.
სასიამოვნო სიახლე კი ისაა, რომ AUS OPEN-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილი იასპარეზებს.
რეიტინგის ყოფილი მე-16 ნომერი პირველ მატჩს 6 იანვარს გამართავს. 3 თამაშის მოგების შემთხვევაში კი ძირითად ბადეში მოგვევლინება.
შეგახსენებთ, რომ 32 წლის ქართველმა 2018 და 2019 წელს ავსტრალიის ღია პირველობის მესამე რაუნდში გააღწია.
ასევე შეგახსენებთ, ძალიან დიდი ხნის პაუზის შემდეგ, ნიკოლოზმა მიმდინარე წელს ტიტული მოიგო. ბასილაშვილმა წარმატებას სეულის ჩელენჯერზე მიაღწია. ამ მომენტისთვის, მას 273 სარეიტინგო ქულა აქვს და 208-ე ადგილზე იმყოფება.