„კვარამ ტრავმა კარგ დროს მიიღო, ეს სარგებელს ყველას მოუტანს“
„ნაპოლის“ ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინო კონტეს გუნდის შესახებ საუბრობს და კვარაცხელიას თადარიგში დარჩენის თაობაზე საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს.
„ნერეშის პროგრესი? მან ნაპოლის საგოლე ანემია განკურნა. ბოლო ორ შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა. ბრაზილიელი შეტევაში უფრო ვერტიკალურად მოქმედებს, ტექნიკურია და სწრაფი, ის არაპროგნოზირებადი გახდა. ამის შედეგად კი გუნდის შემტევი პოტენციალი გამოცოცხლდა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, აქ კიდევ ერთ სიმართლესთან მივდივართ. მისი თადარიგში დარჩენა ცუდი არ არის. მან ტრავმა შეიძლება ითქვას კარგ დროს მიიღო. როდესაც შენი კონკურენტი კარგად თამაშობს, გოლებს იტანს, შენ ავტომატურად მოტივაცია გეძლევა, რომ კონკურენცია დაძლიო. ამჟამინდელი ვითარება სარგებელს მოუტანს, კვარასაც, ნერეშსაც და უპირველეს ყოვლისა ნაპოლის.
ამჟამინდელი ნაპოლის სრული ფორმირება დასრულდება იანვრის ბოლოს, როდესაც სატრანსფერო ფანჯარა დაიხურება. შემდე გამოჩნდება როგორი იქნება კონტეს არჩევანი“.
- ციტირებს მარინოს სიტყვებს Televomero.
„ნაპოლი“ წლის ბოლო შეხვედრას 29 დეკემბერს, შინ „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს. 2025 წლის პირველი მატჩი კი 4 იანვარს სტუმრად „ფიორენტინასთან“ ელით.