გიორგი მიქაუტაძე, გალათასარაი
Aa
Aa

გალათასარაიმ ლიონს მიქაუტაძის თაობაზე ოფიციალურად მიმართა

გიორგი მიქაუტაძის მიმართ „გალათასარაის“ ინტერესის შესახებ უკვე ორი დღეა აქტიურად იწერება. ამჯერად, ცნობილმა ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ თურქულმა კლუბმა ოფიციალური შეთავაზებაც გააკეთა.

როგორც ირკვევა, „ლიონმა“ ჟორჟის სანაცვლოდ პირველი ოფიციალური წინადადება მიიღო. საუბარია დაახლოებით 17 მილიონ ევროზე და პლუს ბონუსებზე, რაც ჯერჯერობით ფრანგებისთვის საკმარისი არ არის, რომ ქართველი ფორვარდის გაშვებაზე თანხმობა განაცხადონ.

როგორც ცნობილია, „ლიონს“ დაახლოებით 25 მილიონი ევროს მიღება სურს. ასე, რომ ვაჭრობა გრძელდება.

„გალათასარაის“ გარდა, მიქაუტაძით „რომა“, „იუვენტუსი“, „ბოლონია“ და „ვესტ ჰემი“ ინტერესდებიან, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამთ. მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა.

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შემთხვევაში, სრულყოფილი ფეხბურთელი იქნებოდა“ - უოტფორდის კომენტატორი ჩაკვეტაძეზე
„ამ შემთხვევაში, სრულყოფილი ფეხბურთელი იქნებოდა“ - უოტფორდის კომენტატორი ჩაკვეტაძეზე