ხვიჩა კვარაცხელია, ანტონიო კასანო, დავიდ ნერეში
Aa
Aa

კასანო: კვარა ფრთხილად უნდა იყოს, კონტეს გუნდში პატიმრები არ სჭირდება

ანტონიო კასანომ Viva el Futbol-ის პოდკასტში „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა. დავიდ ნერეშის პროგრესს შეეხო და კვარაცხელიას მომავალზე თავისი მოსაზრება გამოთქვა.

„მინდა ხვიჩა კვარაცხელია გავაფრთხილო, რომ ფრთხილად იყოს. კონტე ნერეშს კონკურენციისთვის იყენებს და მას პოლიტანოს ფლანგზე არ აკეთებს. ამას თავიდანვე ვამბობდი, რომ ასე იქნებოდა. ბრაზილიელი ძლიერი მოთამაშეა, მან უკვე გააკეთა 6 საგოლე გადაცემა და უდინეზეს წინააღმდეგ მის აქტიურობას ავტოგოლი მოჰყვა.

საერთო ჯამში დავიდ ნერეში კარგად მუშაობს. ჩემი აზრით, ის მარცხენა ფლანგზე კიდევ უფრო უკეთ გამოიყურება და კვარა ფრთხილად უნდა იყოს. მე ხვიჩას დიდ პატივს ვცემ, რადგან ლობოტკას შემდეგ, გუნდში ის ჩემი ფავორიტი მოთამაშეა, მასთან ერთად ყველაზე ძლიერია. მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს.

იმის გამო, რომ კონტრაქტის მდგომარეობა და სიტუაცია დღემდე გაურკვეველია, შენს უკან კი ვიღაც დგას, ვინც გაწვება. კონტე გუნდში პატიმრებს არ იღებს. შეასრულებ მის დავალებებს? კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში გარეთ დარჩები“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ ახალ კონტრაქტს ხელს არ აწერს, რადგან კლუბი მის მოთხოვნებს არ ასრულებს. იტალიურ პრესაში ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება, თითქოს „პარტენოპეი“ თანახმაა ხელშეკრულებაში 80-მილიონიანი გამოსასყიდი პუნქტი დაამატოს, რაც ხვიჩას ზაფხულში წასვლის საშუალებას მისცემს, მაგრამ ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
კვარა თუ აკგუნი? - რა უპასუხა ოსიმენმა თურქ ჟურნალისტს
კვარა თუ აკგუნი? - რა უპასუხა ოსიმენმა თურქ ჟურნალისტს