EJU: მოუთმენლად ველით გრიგალაშვილის ტატამიზე ხილვას 2025 წელს
ევროპის ძიუდოს კავშირის ვებგვერდი ქართველი ძიუდოისტის, ტატო გრიგალაშვილის შესახებ წერს.
„2024 წელი წარმატებული გამოდგა ტატო გრიგალაშვილისთვის, რომელიც ახლა უკვე სამგზის მსოფლიოს და სამგზის ევროპის ჩემპიონია. მისი ბოლო დიდი მიღწევა კი ზაფხულით თარიღდება, როდესაც გრიგალაშვილმა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში ოლიმპიური ვერცხლი მოიგო.
ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ უახლოეს მომავალში ქართველი ძიუდოისტი შეჩერებას არ აპირებს და ჩვენც მოუთმენლად ველით 2025 წელს ტატამიზე მის ხილვას“.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი 81 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. პარიზის ოლიმპიადაზე ტატომ მოლდოველ, ავსტრიელ და ტაჯიკ მეტოქეებს სძლია, ნახევარფინალში სამხრეთკორეელი ლი იონ ხვანი დაამარცხა, ფინალურ ბრძოლაში კი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა.