ოქროს ბურთის პრეტენდენტები 2025 წელს - Goal.com-ის რეიტინგი
ცნობილმა ბრიტანულმა ვებგვერდმა Goal.com-მა იმ ფეხბურთელების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლებიც ამ დროისთვის 2025 წლის „ოქროს ბურთი“ მთავარი პრეტენდენტები არიან.
სიაში პირველ ადგილზე „ლივერპულის“ ეგვიპტელი თავდამსხმელი, მოჰამედ სალაჰია. მეორე ადგილს იკავებს მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი, ვინისიუს ჟუნიორი, რომელიც წელს მთავარ პრეტენდენტად მოიაზრებოდა.
რეიტინგში მესამე ადგილზე „ბარსელონას“ ნახევარმცველი, ბრაზილიელი რაფინია დიასი მოხვდა.
Top-10 შემდეგნაირად გამოიყურება:
4: ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“)
5: რობერტ ლევანდოვსკი („ბარსელონა“)
6. ლამინე იამალი („ბარსელონა“)
7. კილიან მბაპე („რეალი“)
8. ჰარი კეინი („ბაიერნი“)
9. კოულ პალმერი („ჩელსი“)
10. ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“).
შეგახსენებთ, რომ წლევანდელი „ოქროს ბურთის“ გამარჯვებული „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი, როდრი გახდა.