ვოლკანოვსკიმ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაასახელა
UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა, ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ ყველა დროის საუკეთესო მებრძოლების ხუთეული დაასახელა.
ავსტრალიელმა მებრძოლმა სოციალურ ქსელში უპასუხა ერთ-ერთი ინტერნეტ-მომხმარებელს, რომელმაც მას ყველა დროის საუკეთესოების რეიტინგის შედგენა სთხოვა.
ვოლკანოვსკის ტოპ-5-ში ვერ მოხვდა ვერც ისლამ მახაჩევი, რომელმაც 2023 წელს ვოლკანოვსკის ორჯერ მოუგო, და ვერც ილია თოფურია, რომელთან ჩხუბშიც ავსტრალიელმა მიმდინარე წლის თებერვალში საჩემპიონო ქამარი დაკარგა.
ყველა დროის საუკეთესო მებრძოლად ვოლკანოვსკიმ უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი დემეტრიუს ჯონსონი დაასახელა, მეორე ადგილზე კი მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი დააყენა.
საუკეთესო ხუთეულში ასევე მოხვდნენ ჟორჟ სენ-პიერი, ანდერსონ სილვა და ისრაელ ადესანია.
ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები ვოლკანოვსკის ვერსიით:
- დემეტრიუს ჯონსონი
- ჯონ ჯონსი
- ჟორჟ სენ-პიერი
- ანდერსონ სილვა
- ისრაელ ადესანია