ამორიმი: დიდი ტალანტებისგან კარგი თამაში და მეტი პასუხისმგებლობაა საჭირო
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა მარკუს რაშფორდის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ახალი გამოწვევებისთვის მზად არის.
„წითელი ეშმაკების“ თავდამსხმელმა 3 თამაში გამოტოვა, რადგან ის განაცხადში არ მოხვდა.
„ზოგიერთ ფეხბურთელს დიდი პასუხისმგებლობა აქვს, რადგან ისინი კლუბში საკმაოდ დიდი ხანია არიან. დიდი ტალანტებისგან კარგი თამაში, მეტი პასუხისმგებლობა და ჩართულობაა საჭირო, რათა ყველას წინსვლისკენ შთააგონონ. შესაძლოა ეს ჩვენს კლუბში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტია. ძლიერები უნდა ვიყოთ“, - თქვა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „წითელი ეშმაკები“ 27 წლის თავდამსხმელის გაყიდვას აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ რაშფორდის კონტრაქტი 2028 წლამდეა გათვლილი. ინგლისელი ფეხბურთელი „იუნაიტედის“ აკადემიაში 2005 წელს ჩაირიცხა, პირველ გუნდში დებიუტი კი 2015 წელს ჰქონდა. მას შემდეგ, მან 426 მატჩში 138 გოლი გაიტანა.