საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები 21-ე საუკუნეში - BoxingScene-ს რეიტინგი
გამოცემა BoxingScene-მა 21-ე საუკუნის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები დაასახელა და ტოპ 10 შემოგვთავაზა.
რეიტინგში პირველს ადგილს ოლექსანდრ უსიკი იკავებს, რომელიც WBC-ის, WBA-სა და WBO-ს ვერსიით, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონია.
უკრაინელმა მებრძოლმა რამდენიმე დღის წინ ტაისონ ფიური ზედიზედ მეორედ დაამარცხა და კარიერაში რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.
სიაში მეორე და მესამე ადგილს ასევე უკრაინელი მოკრივეები - ძმები ვლადიმირ და ვიტალი კლიჩკოები იკავებენ.
ათეულში მოხვდნენ: ლენოქს ლუისი, ტაისონ ფიური, ენტონი ჯოშუა, დეონტეი უაილდერი, ჯოზეფ პარკერი, ენდი რუისი და კრის ბერდი.