გიორგი მამარდაშვილი, რუბენ ბარახა
Aa
Aa

ოფიციალურად - მამარდას ვალენსიას ახალი მწვრთნელი ჰყავს

ესპანურ „ვალენსიას“, რომლის ღირსებასაც იჯარის წესით საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი იცავს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.

არადაკმაყოფილებელი შედეგების გამო თანამდებობიდან გაშვებული რუბენ ბარახა „ღამურების“ თავკაცის რანგში კარლოს კორბერანმა შეცვალა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.

მიმდინარე სეზონში კორბერანი „ვესტ ბრომვიჩს“ წვრთნიდა, თუმცა „ვალენსიამ“ მის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი გადაიხადა და ესპანელი სპეციალისტი „მესტალიაზე“ იმუშავებს.

კორბერანი 41 წლისაა, სხვადასხვა დროს მას კვიპროსულ „დოხასა“ და „ერმისში“, „ლიდსის“ ახალგაზრდულ გუნდში, „ჰადერსფილდში“ და „ოლიმპიაკოსში“ უმუშავია, 2022 წლიდან კი „ვესტ ბრომვიჩს“ წვრთნიდა.

19 ტურის შემდეგ, „ვალენსიას“ ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 2 მოგება, 6 ფრე და 9 მარცხი აქვს, სატურნირო ცხრილში კი 12 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილს იკავებს. გიორგი მამარდაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 2025 წლის 3 იანვარს, საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფანებისა და მწვრთნელების საოცნებო გუნდი - მამარდა საუკეთესოებს შორისაა
ფანებისა და მწვრთნელების საოცნებო გუნდი - მამარდა საუკეთესოებს შორისაა