გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მიქაუტაძის თაობაზე წინადადებით მიმართეს | ლიონმა გალას შეთავაზებაზე უარი თქვა

„ლიონის“ ფეხბურთელის, გიორგი მიქაუტაძის გადაბირებით „გალათასარაი“ სერიოზულად ინტერესდება. თურქულმა გრანდმა პირველი ნაბიჯიც გადადგა და ფრანგებს შეთავაზება გაუკეთა, მაგრამ მათგან უარი მიიღო.

ცნობილი თურქი ჟურნალისტის, ჰალუქ იურექლის ინფორმაციით, „გალათასარაის“ წინადადება 17 მილიონი ევროს ოდენობის იყო. „ლიონს“ აღნიშნული თანხა ეცოტავა და შეთავაზება დაბლოკა. ფრანგებს მიქაუტაძის სანაცვლოდ 25 მილიონის მიღება სურთ.

იურექლი დასძენს, რომ მიქაუტაძის შეძენა ვიქტორ ოსიმენის გუნდში დარჩენის ალბათობას მკვეთრად შეამცირებს. ნიგერიელი თავდამსხმელი ევროპული გრანდების რადარზე იმყოფება და იგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუკავშირეს. როგორც მოგეხსენებათ, ოსიმენი „ნაპოლის“ საკუთრებაა და „გალათასარაიში“ იჯარით იმყოფება. „პარტენოპეი“ ჯოშუა ზირკზეთი ინტერესდება და შესაძლოა, კლუბებმა ბარტერზეც მოილაპარაკონ.

ცნობისთვის, მიქაუტაძეს „ლიონთან“ კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლუკაკუ უნდა გამოფხიზლდეს, კვარამ კი...“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა
„ლუკაკუ უნდა გამოფხიზლდეს, კვარამ კი...“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა