მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„არ მესმის, მერაბი უპატივცემულობაზე რატომ ლაპარაკობს“ | უმარის მწვრთნელის კომენტარი

უმარ ნურმაგომედოვის ლეგენდარულმა მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა მერაბ დვალიშვილთან გასამართ საჩემპიონო ორთაბრძოლაზე ისაუბრა. მენდესი დარწმუნებულია, რომ UFC-ის სუპერ მსუბუქ წონას ახალი ჩემპიონი ეყოლება და „მანქანის“ წაუგებელი სერია შეწყდება.

„მჯერა, რომ უმარი გაიმარჯვებს, რადგან ყველა კომპონენტში შეგვიძლია მერაბს ვაჯობოთ. ჩემპიონს მაგარი ჭიდაობა აქვს, მაგრამ მას უმარიც არაფრით ჩამოუვარდება. ჩემპიონს არც თუ ისე ცუდი სტრაიკინგი აქვს, უმარი ბრწყინვალე სტრაიკერია. ჩემპიონს სათანადო დონის გრეპლინგი აქვს, უმარი პარტერში ძალიან კარგია. ნურმაგომედოვი ყველა კომპონენტში ძლიერია.

არ მესმის, მერაბი უპატივცემულობაზე რატომ საუბრობს. უმარმა უბრალოდ თქვა, რომ დვალიშვილი ჩემპიონია და რა თქმა უნდა, ყველას ჩემპიონთან ჩხუბი სურს. ვინ არის ისეთი, ვინც სატიტულო ორთაბრძოლაზე უარს იტყვის? უმარს საჩემპიონო ჩხუბი სენდჰეგენთან გამარჯვების შემდეგ შესთავაზეს და ლას-ვეგასში მდებარე სფეროში სწორედ ამიტომ მიიწვიეს.

ნურმაგომედოვმა უბრალოდ შანსი გამოიყენა და სატიტულო ბრძოლა მიიღო, რასაც მერაბთან საერთო არაფერი აქვს. დვალიშვილი კარგი ბიჭი და შესანიშნავი ჩემპიონია, მაგრამ აქვს ის, რაც ჩვენ გვჭირდება და ჩემპიონობის მოპოვება გვინდა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა UFC 311-ზე გაიმართება, რომლის მთავარი მოვლენაც ისლამ მახაჩევისა და არმან ცარუკიანის საჩემპიონო დაპირისპირებაა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - დე ლაურენტისმა წელი შეაჯამა
„ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - დე ლაურენტისმა წელი შეაჯამა