„ლუკაკუ უნდა გამოფხიზლდეს, კვარამ კი...“ - კასანომ ნაპოლიზე ისაუბრა
ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ თავის არხზე „ნაპოლის“ შესახებ ისაუბრა და ანტონიო კონტეს გარკვეული რჩევები მისცა.
რას ამბობს კასანო:
„გავრცელდა ჭორები, რომ „ნაპოლის“ იოკერეშის ყიდვა უნდა, მაგრამ ამისთვის, კლუბმა 60 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს, შესაბამისად, ეს ტრანსფერი შეუძლებლად მიმაჩნია. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, თუ კონტეს ჩემპიონობა სურს, იანვარში ისეთი ფეხბურთელი უნდა დაიმატოს, რომელიც ლუკაკუზე ზეწოლას მოახდენს, ასეთი ფეხბურთელი კი არნაუტოვიჩია“.
„ვფიქრობ, კონტე ლუკაკუსგან უფრო მეტს ელოდა, რომელუ ცდილობს, ბევრს იბრძვის და ნაკრებშიც არ წასულა, მაგრამ ძველ კონდიციები ჯერ კიდევ არ დაუბრუნებია. არნაუტოვიჩთან კონკურენციაში ის უფრო უკეთესი გახდება და თავის მხრივ, ავსტრიელს 20-30 წუთი შეუძლია თავისი საქმის გაკეთება. მან იცის გოლი როგორც უნდა გაიტანოს“.
„არ მომწონს, როდესაც ბევრი ფსევდო გაზეთი კონტეს თავს უმიზეზოდ ესხმის. კონტე მშრომელია და ყველამ ვნახეთ, რისი გაკეთებაც შეუძლია. ხომ ნახეთ ნერეში? მან ბრაზილიელს აიძულა, რომ სკამიდან სასტარტოში ასე ეთამაშა, ახლა კი კვარას ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლა მოუწევს. რაც შეეხება არნაუტოვიჩს, ის შეიძლება იყოს ლუკაკუს გამოფხიზლება იმის გათვალისწინებით, რომ გუნდიდან შესაძლოა სიმეონე და რასპადორი წავიდნენ“.
17 ტურის შემდეგ, „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება. ანტონიო კონტეს გუნდი მომდევნო შეხვედრას 29 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე „ვენეციას“ წინააღმდეგ გამართავს.