აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ყველაფერზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“ - დე ლაურენტისმა წელი შეაჯამა

ნაპოლის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა 2024 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე. დე ლაურენტისმა „ნაპოლი“ პარტნიორ რადიო Radio Crc-სთან ისაუბრა.

რა თქვა დე ლაურენტისმა:

„2024 წელი ორ ნაწილად არის დაყოფილი - პირველი ექვსი თვე და მეორე ექვსი თვე. წლის პირველ ნახევარზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. მე ბიზნესმენი ვარ, რომელიც საქმეში ფულს დებს და საკადრო გადაწყვეტილებებს იღებს, ასე რომ მთელი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება სწორი გადაწყვეტილებაა. მეორე ნაწილში ანტონიო კონტეს სახით საოცარი ადამიანი ვიპოვე, მან დახმარების ხელი გამომიწოდა და მიხვდა, რომ მოთამაშეებს ძველი ატმოსფეროს დაბრუნება სჭირდებოდათ და ამასთან, ახალსაც უნდა შეჰგუებოდნენ. ახლა მეტოქის წინააღმდეგ ყველა ერთად ვთამაშობთ. ჩვენს მწვრთნელს მადლობას ვუხდი იმ შეუპოვრობისთვისა და თავდადებისთვის, რომელსაც ყოველდღიურად გუნდისა და ფეხბურთელების მისამართით იჩენ. ამავდროულად, მადლობა მოთამაშეებსაც, ისინი ფეხბურთელებთან ერთად კარგი ადამიანებიც არიან. „ნაპოლის“ წინ დიდი მიზნები აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ერთად ეფექტურად ვიმუშავებთ და ნეაპოლიტანელ გულშემატკივრებს გავახარებთ“.

სკუდეტოს მოგების შემდეგ, გასული სეზონი „ნაპოლისთვის“ წარუმატებელი გამოდგა და გუნდმა ევროტურნირების ზონაშიც ვერ შეძლო მოხვედრა. 2023/24 წლების სეზონი „პარტენოპეიმ“ მე-10 ადგილზე დაასრულა და ამასთან, 3 მწვრთნელი გამოიცვალა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს 17 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში 38 ქულით მე-2 ადგილზე იმყოფება და ლიდერ „ატალანტას“ 17 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები