ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

მახაჩევის მწვრთნელი: „თოფურიას ოლივეირას დამარცხება გაუჭირდება“

ისლამ მახაჩევის მწვრთნელმა, ხავიერ მენდესმა ილია თოფურიასა და ჩარლზ ოლივეირას შესაძლო ჩხუბზე თავისი პროგნოზი დააფიქსირა და განაცხადა, რომ ბრძოლის ჩანიშვნის შემთხვევაში, თოფურიას ბრაზილიელის დამარცხება გაუჭირდება.

რას ამბობს მენდესი:

„ჩარლზი ყველასთვის რთული მეტოქეა. ილიას თავისი კრივისა და დარტყმების სიზუსტის გამო ოდნავი უპირატესობა ექნება, მაგრამ ოლივეირა თითქმის ყველა ასპექტში კარგია. ასეთი დონის მებრძოლები არასდროს უნდა ჩამოწერო, ის ჩემპიონი უმიზეზოდ არ გამხდარა.

ჩარლზი ჯერ კიდევ დიდი მებრძოლია და ეს ცარუკიანთან ბრძოლაშიც დაამტკიცა. არმანი დანებებასთან ახლოს იყო, ასე რომ, მისი ჩამოწერა შეუძლებელია. ის ჯერ კიდევ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია“.

ილია თოფურიამ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რის შემდეგაც, მისმა მწვრთნელება თქვეს, რომ „მატადორი“ მსუბუქ წონაში გადასვლას და ჩარლზ ოლივეირასთან ბრძოლას განიხილავს, ვისთან გამარჯვების შემთხვევაშიც, მსუბუქი წონის სატიტულო ბრძოლას გაინაღდებს. შეგახსენებთ, რომ ამ წონის ჩემპიონი ისლამ მახაჩევია, რომელიც ქამარს 19 იანვარს, არმან ცარუკიანის წინააღმდეგ დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში წავალ და...“ - არმან ცარუკიანი
„ისლამთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში წავალ და...“ - არმან ცარუკიანი