გიორგი ჩაკვეტაძე, უოტფორდი
Aa
Aa

„ამ შემთხვევაში, სრულყოფილი ფეხბურთელი იქნებოდა“ - უოტფორდის კომენტატორი ჩაკვეტაძეზე

გამოცემა TalkSport-ის პოდკასტერმა და ამავდროულად, „უოტფორდის“ კომენტატორმა და ერთ-ერთმა ცნობილმა გულშემატკივარმა, ჯასტინ ბიტიმ Football League World-სთან გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ქართველი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ყველაფერი უნდა გააკეთოს.

რას ამბობს ბიტი:

„ვფიქრობ, კლუბში ისეთი ფეხბურთელი, რომელიც ფასდაუდებელია და არ უნდა გაიყიდოს, გიორგი ჩაკვეტაძეა. მისი თამაშის ყურება მშვენიერია და ბურთთან ბრწყინვალეა. ვფიქრობ, საგოლე გადაცემებს ხშირად რომ აკეთებდეს და გოლებსაც იტანდეს, „უოტფორდში“ ამ დრომდე არავინ გააჩერებდა. ამ შემთხვევაში, ის იქნებოდა სრულყოფილი ფეხბურთელი, რომელსაც პრემიერ ლიგის გუნდების უმეტესობა ეძებს. ამის მიუხედავად, პრემიერ ლიგაში არსებობს რამდენიმე გუნდი, რომელსაც მისი ზამთარში დამატება სურს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაკვეტაძე ამ პერიოდში არ დავკარგოთ და მინიმუმ სეზონის ბოლომდე შევინარჩუნოთ. ის ჩვენთან სეზონნახევარია რაც იმყოფება და ამ პერიოდის განმავლობაში ნამდვილად დაამტკიცა თავისი ღირსება. ვფიქრობ, მისთვის ზღვარი არ არსებობს და ნამდვილად გამიკვირდება, თუ სამომავლოდ უფრო მაღალ დონეზე ვერ ითამაშებს“.

ცნობისთვის, იგივე Football League World-ი ამტკიცებს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გიორგი ჩაკვეტაძის დამატებას პრემიერ ლიგის სამი გუნდი - „ვულვზი“, „ევერტონი“ და „ლესტერი“ ეცდება, „უოტფორდი“ კი ქართველი ფეხბურთელს 20 მილიონ ფუნტზე ნაკლებად არ დათმობს, რაც ტრანსფერის განხორციელების შანსებს მნიშვნელოვნად აბრკოლებს.

გიორგი ჩაკვეტაძემ ჩემპიონშიფის მიმდინარე სეზონში „უოტფორდის“ მაისურით 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. ამ დროისთვის, ქართველი ფეხბურთელის სეზონი საშუალოდ 7.1 ქულით არის შეფასებული.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა