ისრაელ ადესანია, ხამზატ ჩიმაევი
Aa
Aa

ადესანიას ჩიმაევთან ჩხუბი სურს

საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონს, ისრაელ ადესანიას სურს, რომ ხამზატ ჩიმაევთან იჩხუბოს, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგო დაპირისპირება უკვე ჩანიშნული აქვს.

ნიგერიელი მებრძოლის თქმით, ამ ჩხუბს იქამდე არ განიხილავდა, სანამ ჩიმაევისა და უიტეკერის ბრძოლა არ ნახა.

„გაკვირვებული ვიყავი იმით, თუ როგორ დაამარცხა ხამზატმა რობი. ეს სიგიჟე იყო, რამაც მაიძულა მასთან ჩხუბი მომდომებოდა. მაშინ გავიფიქრე: „ეს ბიჭი მართლა ძალიან კარგია“, - თქვა ადესანიამ თავის იუთუბ არხზე.

შეგახსენებთ, რომ 1 თებერვალს საუდის არაბეთის დედაქალაქში დაგეგმილი Fight Night-ის ღონისძიების მთავარი მოვლენა ადესანიასა და ამავე წონის რეიტინგის მე-5 ნომრის, ნასურდინ იმავოვის ბრძოლა იქნება.

35 წლის ადესანია (24-4) ოქტაგონში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაბრუნდება. მან ქამარი 2023 წლის სექტემბერში შონ სტრიკლენდთან ჩხუბში დათმო, მიმდინარე წლის აგვისტოში კი მოქმედ ჩემპიონ დრიკუს დუ პლესისთან დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„უმარ ნურმაგომედოვს იცავენ“ | რატომ არ შეუშვეს მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში
„უმარ ნურმაგომედოვს იცავენ“ | რატომ არ შეუშვეს მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში