ხელფასი, გამოსასყიდი, კონტრაქტის ხანგრძლივობა - მუსიალა და ბაიერნი ვერაფერზე თანხმდებიან
მიუნხენის „ბაიერნი“ გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან, ჯამალ მუსიალასთან ახალი კონტრაქტის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში პროგრესს ვერ აღწევს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი წერს.
მისი ინფორმაციით, მუსიალას, მის წარმომადგენლებსა და „ბაიერნს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში არაერთი სადავო საკითხია.
კერძოდ, მხარეები ვერ თანხმდებიან მუსიალას გაზრდილ ხელფასზე, კონტრაქტის ხანგრძლივობაზე და ახალ შეთანხმებაში ფიქსირებული გამოსასყიდის ჩაწერაზე.
„ბაიერნში“ ელოდებიან, რომ 21 წლის ფეხბურთელი შემხვედრ ნაბიჯებს უახლოეს მომავალში გადადგამს და ახალი კონტრაქტის გაფორმება უკვე იანვარში მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ მუსიალა მიუნხენურ გრანდში 2019 წელს, 16 წლის ასაკში გადავიდა, „რეკორდმაისტერის“ პირველ გუნდში დებიუტი კი 2020 წლის ივნისში, 17 წლისა და 115 დღის ასაკში ჰქონდა.
ცნობისთვის, დღემდე მუსიალა „ბაიერნის“ მაისურით 185 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 57 გოლი და 37 საგოლე გადაცემაა. მიმდინარე სეზონში 22 მატჩში მისი მონაგარი 14 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.
აქვე გეტყვით, რომ Transfermarkt-ის შეფასებით, ჯამალ მუსიალას სატრანსფერო ღირებულება 140 მილიონი ევროა. მისი მოქმედი კონტრაქტი „ბაიერნთან“ 2026 წელს იწურება.