ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები | Daily Mail-ის ტოპ 25
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემამ, The Daily Mail-მა ყველა დროის საუკეთესო მძიმეწონოსანი მოკრივეები დაასახელა და ტოპ 25 შემოგვთავაზა. პირველ ადგილს მუჰამედ ალი იკავებს, რაც გასაკვირი ალბათ არავისთვისაა.
მეორე პოზიციაზე ჯო ლუისია. ლუისმა საჩემპიონო ქამრები ზედიზედ 25-ჯერ დაიცვა და კრივზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მესამე ლარი ჰოლმსია, რომელმაც 1980 წელს, მუჰამედ ალი დაამარცხა, ორი წლით ადრე კი კენ ნორტონს მოუგო და WBC-ის საჩემპიონო ქამარს დაეუფლა.
Daily Mail-მა მეოთხე ადგილზე ჯონ ელ სალივანი გაიყვანა. ეს უკანასკნელი მე-19 საუკუნეში მოღვაწე სპორტსმენი იყო და ბევრის აზრით, სუპერვარსკვლავის სტატუსის მქონე პირველი მოკრივე გახლდათ. სალივანის შემდეგ რეიტინგში ოლექსანდრ უსიკი მოდის. „თეთრი კურდღელი“ საოცარი მოკრივეა და ტაისონ ფიურისთან გამართულ მეორე ჩხუბში ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.
მეექვსე პოზიციაზე როკი მარჩიანოა, მეშვიდე - ჯო ფრეიზერი, მერვე - ჯეკ ჯონსონი, მეცხრე - ჯორჯ ფორმანი, მეათე - ჯეკ დემპსი, მეთერთმეტე - მაიკ ტაისონი, მეთორმეტე - ლენოქს ლუისი, მეცამეტე - ჯეიმს ჯეი კორბეტი, მეთოთხმეტე - სონი ლისტონი, მეთხუთმეტე - ევანდერ ჰოლიფილდი.
მე-16 - ჯეიმს ჯეი ჯეფრისი
მე-17 - ჯინ ტანი
მე-18 - ბობ ფიტცსიმონსი
მე-19 - ვიტალი კლიჩკო
მე-20 - ტაისონ ფიური
21-ე - ვლადიმირ კლიჩკო
22-ე - ჯეიმს ჯეი ბრედოკი
23-ე - იზარდ ჩარლსი
24-ე - კენ ნორტონი
25-ე - რიდიკ ბოუი