ანსუ ფატი, დანი ოლმო, ერიკ გარსია
Aa
Aa

2 მოთამაშე ტრანსფერზე, 2-იც დასარეგისტრირებელი - ბარსაში ცვლილებებს ელიან

„ბარსელონა“ იანვარში ცვლილებებს გეგმავს. უკვე თითქმის გადაწყვეტილია, რომ გუნდს 2 მოთამაშე დატოვებს.

ესპანელი ჟურნალისტი ალბერტ ფერნანდესი წერს, რომ ანსუ ფატი და ერიკ გარსია ზამთარში გუნდს დატოვებენ. თუ, სიტუაცია გართულდა, ისინი ტრანსფერზე ზაფხულში დადგებიან.

არის ასევე განათხოვრების ვარიანტიც. ერიკ გარსია შესაძლოა „ჟირონაში“ დაბრუნდეს, ფატი კი „სევილიაში“ წავიდეს. ყველაფერი იანვრიდან გაირკვევა.

თავის მხრივ, „ბარსა“ სახელფასო სისტემის მოწესრიგებას და ლა ლიგის ფეარ პლეის წესის დაკმაყოფილებას ცდილობს. Nike-თან რეკორდული კონტრაქტის ძალაში შესვლის შემდეგ, კლუბი ფინანსურად დიდ შესაძლებლობას მიიღებს და ფეხბურთელების რეგისტრაციის მხრივ პრობლემებს მოაგვარებს. იქამდე კი სანამ ეს ყველაფერი ოფიციალურ სახეს მიიღებს, ჟოან ლაპორტამ თავი უნდა დაიზღვიოს და გეგმა ბე შეიმუშაოს.

კლუბს იანვარში დანი ოლმოსა და პაუ ვიქტორის დარეგისტრირების პრობლემა აქვს. მე-10 კომერციული სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში მყოფი კატალონიური კლუბი გამოსავალს პედრისა და გავის ახალი კონტრაქტების გადადებაში ხედავს.

ორივე მათგანთან შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ჯერ არავინ აპირებს, რომ ეს გამოაცხადოს, რადგან თუ ოლმოსა და პაუ ვიქტორს რეგისტრაციის პრობლემები შეექმნათ, ეს თანხები მათ დასჭირდებათ.

როგორც ირკვევა, პედრის და გავის ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვთ და კლუბს საქმეს არ გაურთულებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე ლიონის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
მიქაუტაძე ლიონის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის