მიქაუტაძე ლიონის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის იბრძვის.
როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზეა აღნიშნული, ქართველი ფორვარდის გარდა თვის საუკეთესო ფეხბურთელობისთვის რაიან ჩერკი და ნიკოლას ტალიაფიკო იბრძვიან.
მიქაუტაძისთვის ხმის მისაცემად საჭიროა მითითებულ ბმულზე გადასვლა და საკუთარი არჩევანის დაფიქსირება.
შეგახსენებთ, რომ დეკემბერში მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 5 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.
მომდევნო მატჩს პიერ საჟის გუნდი 4 იანვარს „მონპელიეს“ წინააღმდეგ გამართავს.