ჯონ ჯონსი
Aa
Aa

UFC-დან ჰოლივუდში - ჯონ ჯონსი მსახიობობას აპირებს

მძიმე წონაში UFC-ის ლეგენდარული ჩემპიონი, ჯონ ჯონსი აცხადებს, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში მსახიობობას აპირებს.

ამერიკელი მებრძოლის თქმით, მისი პროფესიონალური კარიერა დასასრულს უახლოვდება.

„ფული მოტივატორია. ვფიქრობ, უმრავლესობა, რომელიც ამბობს, რომ პირიქითაა, იტყუება. თუმცა მე მხოლოდ ფულის გამო არ ვჩხუბობ. ძალიან მომწონს ჩემი საქმე. მომწონს ფულის გამომუშავება და ასევე რეკორდების მოხსნა. უახლოესი 5 წლის განმავლობაში მინდა 1-2 ბრძოლის მოგება, UFC-ში რაც შეიძლება ბევრი ფულის გამომუშავება. ასევე მე ყოველთვის მინდოდა მსახიობობა. კამერასთან მუშაობა ცუდად არ გამომდის“, - თქვა ჯონსმა.

შეგახსენებთ, რომ ჯონსს ბოლო ჩხუბი 17 ნოემბერს UFC 309-ზე ჰქონდა და მან სტიპე მიოჩიჩი ნოკაუტით დაამარცხა.

ამ გამარჯვებით, მან საკუთარი დაუმარცხებელი სერია 20-მდე გაზარდა. ამერიკელი გახდა მეოთხე ჩემპიონი, რომელმაც ორ წონით კატეგორიაში ერთხელ მაინც დაიცვა ტიტულები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისლამთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში წავალ და...“ - არმან ცარუკიანი
„ისლამთან გამარჯვების შემდეგ საქართველოში წავალ და...“ - არმან ცარუკიანი