ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

Il Mattino: კვარას პასუხი იგვიანებს, ნაპოლი ღელავს

ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლის“ შორის არსებული გაუგებრობა შესაძლოა დასასრულს მიუახლოვდეს და მხარეები გარკვეულ კომპრომისზე წავიდნენ.

Il Mattino წერს, რომ კლუბი სულ უფრო და უფრო ნერვიულობს, რადგან ფეხბურთელის მხრიდან პასუხი ამ დრომდე არ ჩანს.

„კვარაცხელია მალე გაგვაგებინებს, როდის იქნებიან მისი აგენტები ნეაპოლში, რათა დე ლაურენტისის 5,5 მილიონიან შეთავაზებას უპასუხონ, რომელიც კონტრაქტის მომდევნო 4 წლით გაგრძელებას ითვალისწინებს. ჩიხში შესული მოლაპარაკებები რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რადგან რაც უფრო მეტი დრო გადის, მით მეტი რისკია, რომ ზაფხულში ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს. თუ, ახლა შეთანხმება ვერ შედგა, ნაპოლის მისი გაყიდვა მოუწევს.

მომლოდინე სიტუაცია, რომელიც ნაპოლის არ მოსწონს, ამან შესაძლოა გავლენა მოახდინოს უშუალოდ კვარას თამაშზე და მისი კონტრაქტის საბაზრო ღირებულებაზე. თუ, კონტრაქტი არ განახლდა, შესაძლოა ის მოედანზე ნაკლებად მოტივირებული იყოს.

ასეთ სიტუაციაში, მომავალი ზაფხულისთვის მისი ფასი უფრო დაბალი იქნება. დე ლაურენტისს მოვლენების პოზიტიურად შემობრუნების იმედი აქვს“.

- წერს Il Mattino.

შეგახსენებთ, რომ Tuttomercatoweb-მა რამდენიმე დღის წინ დაწერა, რომ მხარეებმა კომპრომისს მიაღწიეს. ის პირობები, რასაც მამუკა ჯუღელი უკვე დიდი ხანია ითხოვს, „ნაპოლი“ მათ დასაკმაყოფილებლად მზადყოფნას გამოთქვამს. საუბარია შემდეგ დეტალებზე: ხვიჩას კონტრაქტი 2029 წლამდე (2027 წლამდეა ძალაში) გახანგრძლივდება, წლიური ანაზღაურება 1.5 მილიონიდან 6 მილიონამდე გაეზრდება და მთავარი - ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაიწერება, რომელიც 80 მილიონი იქნება. „პარტენოპეი“ კი მისგან მხოლოდ ერთ გარანტიას მოითხოვს, რომ სერია A-ს სხვა არც ერთ გუნდში არ გადავა.

როგორც ვხედავთ, Il Mattino განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. რასაც ნეაპოლური გამოცემა წერს, მსგავს პირობებზე ხვიჩა და მისი აგენტები უარს უკვე 1 წელზე მეტია ამბობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა