შენგელია საავადმყოფოდან გაწერეს - ცნობილია პარკეტზე დაბრუნების სავარაუდო თარიღიც
გამოცემა Corriere di Bologna-ს ინფორმაციით, „ვირტუს ბოლონიას“ ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია, რომელსაც მუხლის ტრავმა აწუხებდა, საავადმყოფოდან გაწერეს.
გამოცემის ცნობით, თოკო თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ ფიზიკური ფორმის აღდგენას გარკვეული დრო დასჭირდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში შენგელია სპორტდარბაზში ივარჯიშებს, შემდეგ კი პარკეტს უნდა დაუბრუნდეს.
შენგელია 10 იანვარს, ევროლიგაზე „ბასკონიასთან“ წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მზად უნდა იყოს, მის გარეშე კი „ვირტუსი“ ევროლიგაზე „ლიონს“ და „პანათინაიკოსს“, ხოლო იტალიის ლიგა ა-ში „სკაფატის“ და „რეჯიანას“ დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ ტრავმირებულია „ვირტუსის“ კიდევ ერთი ლიდერი უილ კლაიბერნი, თუმცა, ის პარკეტზე დაბრუნებასთან უფრო ახლოსაა - კლაიბერნმა შესაძლოა უახლოეს პარასკევს, „ლიონთან“ ითამაშოს.
ცნობისთვის, 17 მატჩის შემდეგ „ვირტუს ბოლონია“ ევროლიგის სატურნირო ცხრილის მე-16 ადგილზეა. რაც შეეხება ლიგა ა-ს, 12 ტურის შემდეგ თოკოს გუნდი მე-5 ადგილზეა.