ფანებისა და მწვრთნელების საოცნებო გუნდი - მამარდა საუკეთესოებს შორისაა
სტატისტიკურმა კომპანია Transfermarkt-მა საოცნებო გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილიც შეიყვანეს.
„ყველა გულშემატკივარსა და მწვრთნელს უნდა ასეთი გუნდი საკუთარი კლუბისთვის საშობაოდ“ - ვკითხულობთ Transfermarkt-ის ფეისბუქ გვერდზე.
საოცნებო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:
მამარდაშვილი, გვარდიოლი, ბასტონი, სალიბა, ალექსანდრ-არნოლდი, ვალვერდე, როდრი, ბელინგემი, ვინისიუს ჟუნიორი, მბაპე და ჰოლანდი.