უგო გატი: მესი MLS-ში სოფლურ ფეხბურთს თამაშობს
არგენტინის ნაკრების ყოფილმა მეკარემ უგო გატიმ La Nación-ს ინტერვიუ მისცა, სადაც მან ლიონელ მესიზეც ილაპარაკა.
80 წლის ვეტერანი მიიჩნევს, რომ ლეო სოფლურ ფეხბურთს თამაშობს. ამასთან, გატი მიიჩნევს, რომ მისი თანამემამულის წარმატება „ბარსელონაში“ იმით იყო განპირობებული. რომ ბარსას კარგი გუნდი ჰყავდა.
„მესის მიმართ ანტიპათიას არ განვიცდი, მაგრამ ის უბრალო ფეხბურთს თამაშობს. მე ვუყურებდი მას „ბარსელონაში“, სადაც ყველა მას ადიდებდა და არავინ არ აკრიტიკებდა. მაგრამ იქ შესანიშნავი გუნდი იყო, რომელიც მისთვის თამაშობდა. მესიმ შეიძლება მოხვდეს არგენტინის ნაკრებში 2026 წლის მუნდიალზე, მაგრამ ამ შემთხვევაში არგენტინელებს ერთით ნაკლები ფეხბურთელი ეყოლებათ. ახლა უკვე ეგრეა - ლიონელი აშშ-ში სოფლურ ფეხბურთს თამაშობს“, - თქვა გატიმ.
მისივე თქმით, კრიშტიანუ რონალდუ მესიზე უკეთესი ფეხბურთელია. მან პორტუგალიელ ფეხბურთელს ფენომენი უწოდა.
ცნობისთვის, უგო გატის არგენტინის ნაკრებში 18 შეხვედრა აქვს ჩატარებული. ის ეროვნული გუნდის ღირსებას 18 თვის განმავლობაში იცავდა.