ლაშა ტალახაძე, ვარაზდატ ლალაიანი
Aa
Aa

ტალახაძემ ლალაიანს დაურეკა - ქართველი ჩემპიონის ღირსეული ჟესტი

ოლიმპიური თამაშების სამგზის გამარჯვებულმა, ლაშა ტალახაძემ ბაჰრეინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულს, სომეხ ვარაზდატ ლალაიანს დაუკავშირდა და ოქროს მედლის მოგება მიულოცა. ამის შესახებ სომხურ მედიასთან ინტერვიუში სომხეთის ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფაშიკ ალავერდიანმა ისაუბრა.

„ტალახაძემ ლალაიანს დაურეკა და უთხრა - ახლა დარწმუნებული ვარ, რომ მძიმე წონითი კატეგორია საუკეთესო სპორტსმენის ხელშია, რომელიც ამას სრულად იმსახურებს“, - თქვა სომეხი ძალოსნების მთავარმა მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ ტრავმირებული ტალახაძის არყოფნაში ბაჰრეინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ვარაზდატ ლალაიანმა მოიგო - მან ატაცში 215, აკვრაში კი 252 კილოგრამის აწევით, ორჭიდის ჯამში საუკეთესო მაჩვენებელი, 467 კილოგრამი დააფიქსირა. მეორე-მესამე პოზიციებზე კი ირანელი ძალოსნები, ალი დაუდი (459) და ალირეზა იუსეფი (456) გავიდნენ.

ცნობისთვის, 2024 წლის ოლიმპიადაზე, სადაც ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამის აწევით ოქროს მედალი მესამედ მოიპოვა, ლალაიანმა ასევე 467 კილოგრამი დააფიქსირა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

საგულისხმოა, რომ ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ლაშამ ასევე ტრავმის გამო გამოტოვა, ოქრო კვლავ ლალაიანს ერგო - მან ორჭიდის ჯამში 455 კილოგრამის აწევა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რევაზ დავითაძის წარმატება | ოქროსა და ვერცხლის მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე
რევაზ დავითაძის წარმატება | ოქროსა და ვერცხლის მედლები მსოფლიო ჩემპიონატზე