გიორგი მიქაუტაძე, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

მანჩესტერი ოსიმენს უმიზნებს - გალათასარაის მისი მიქაუტაძით შეცვლა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედი“ იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. რუბენ ამორიმმა კლუბს რამდენიმე პოზიცია დაუსახელა, რომელთა გაძლიერებაც სურს. საამისოდ კი მას ფინანსური შესაძლებლობები ექნება.

Sky Sport-ის ცნობით, „წითელი ეშმაკების  ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელიც „გალათასარაიში“ „ნაპოლიდან“ იჯარით იმყოფება.

„იუნაიტეს“ მარკუს რაშოფრდის მოშორება სურს, რაც ოსიმენის ტრანსფერს კარს ავტომატურად უღებს.

„ნაპოლი“ მზადაა 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ ნებისმიერ კლუბს მოუსმინოს. სწორედ ამ თანხის სანაცვლოდ შეძლებს რუბენ ამორიმი სასურველი ფორვარდის დამატებას.

უკვე დიდი შანსია, რომ იანვრისთვის ნიგერიელი „გალათასარაიში“ აღარ იქნება. თურქული კლუბი კი მისი შემცვლელის ძიებაშია და მათთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი გიორგი მიქაუტაძეა, რომელთანაც მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

გარდა ამისა, მაურო იკარდის ტრავმა აქვს და მთელს სეზონს გამოტოვებს.

თურქი ჟურნალისტი ქაგან დურსუნი წერს, რომ „გალა“ უკვე მზადაა მიქაუტაძის სანაცვლოდ 18 მილიონი ევრო გადაიხადოს. „ლიონი“ კი 20-ს ითხოვს. თუ, მხარეები თანხის ეტაპობრივად გადახდაზე შეთანხმდებიან, ეს გარემოება ტრანსფერს დააჩქარებს. ჯერჯერობით, თურქებს ერთიანად ამხელა თანხის ზამთარში გადახდა არ სურთ.

ბოლოს გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში მიქაუტაძის ანგარიშზე უკვე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„კვარა და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი