ბარსელონა, ჟოაუ კანსელუ, ალ ჰილალი
Aa
Aa

Diario Sport: კანსელუ ბარსელონაში დაბრუნებას ითხოვს

Diario Sport-ის ინფორმაციით, ჟოაუ კანსელუს ბარსელონაში დაბრუნება სურს და მზად არის ამისთვის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.

წყაროს ცნობით, პორტუგალიელი უკანახაზელი თვლის, რომ მისთვის საუკეთესო ფეხბურთს ბლაუგრანა თამაშობს და კატალონიაში გატარებული 1 სეზონი მისთვის დაუვიწყარია.

ჟორჟე მენდეში დეკუს დაუკავშირდა და ჟოაუ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, ბარსელონას ხელმძღვანელობას პორტუგალიელის შენარჩუნება სურდა, თუმცა ფინანსური ფეარ პლეის გამო გუნდში მისი ადგილი არ მოიძებნა.

ამ მომენტისთვის, დეკუ შედარებით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე არის გადართული, თუმცა გამორიცხული არ არის, რომ კანსელუ კვლავ ბარსელონაში ვიხილოთ. ჰანსი ფლიკი ტრანსფერის წინააღმდეგი არ არის. მთავარი შესაბამისი ფინანსების არსებობაა.

შეგახსენებთ, რომ ჟოაუმ გასული სეზონი ბარსელონაში იჯარის წესით გაატარა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ ალ ჰილალში გადავიდა, სადაც ყველა ტურნირზე ერთად ჯერჯერობით 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება მის სტატისტიკას ბლაუგრანაში - 42 მატჩი, 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Marca: რეალისა და საფრანგეთის ნაკრების გამო, ზიდანი ტოპ კლუბების შეთავაზებებს არ თანხმდება
Marca: რეალისა და საფრანგეთის ნაკრების გამო, ზიდანი ტოპ კლუბების შეთავაზებებს არ თანხმდება