ხვიჩა კვარაცხელია, მატეო პოლიტანო, დავიდ ნერეში
Aa
Aa

კვარა VS ნერეში - რატომ არის პოლიტანო ხელშეუხებელი?

ბოლო დროს, დავიდ ნერეში კარგად ათამაშდა და ანტონიო კონტეს ახალი თავსატეხი გაუჩნდა: სამიდან რომელი ორი გარემარბი გაამწესოს სასტარტოში.

Corriere dello Sport-ი წერს, თუ რატომ სარგებლობს მატეო პოლიტანო გაცილებით მეტი ნდობით და რა აქცევს მას ფაქტობრივად ხელშეუხებელ მოთამაშედ, რის შედეგადაც ნერეშს ყველა ვარიანტში თადარიგში დაბრუნება მოუწევს.

„ნერეში, კვარა და პოლიტანო - თითოეულს აქვს მახასიათებლები, რომლებსაც კონტე იყენებს. იტალიელი ფლობს გამორჩეულ უნარებს, რაც მას ხელშეუხებელ მოთამაშედ აქცევს. რთული სამუშაოს შესრულება და ტაქტიკური თვალსაზრისით სწორი მოქმედებები - შედეგად, ის შეუცვლელის სტატუსს იღებს.

ასევე კარგად მუშაობს დაცვაშიც. ხშირად იყენებს დრიბლინგს. გარდა ამისა, დი ლორენცოს სტაბილურად მუშაობის უნარი, პოლიტანოს მასთან დუეტში შეუცვლელ ფიგურად აქცევს.

აქედან გამომდინარე, ნერეშს კვარაცხელიასთან მარცხენა ფლანგზე კონკურენცია უწევს და ხშირ შემთხვევაში ის თადარიგში დარჩება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ბრაზილიელმა ეტაპობრივად როტაციაში მარჯვენა ფლანგზეც ითამაშოს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

იტალიაში ვარაუდობენ, რომ კვარაცხელია ზაფხულში გუნდს დატოვებს და ნერეში ახალი სეზონიდან მარცხენა ფლანგზე ძირითადის მოთამაშე გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიამ ახალი მწვრთნელი შეარჩია - ცნობილია ვინ გაწვრთნის მამარდაშვილს
ვალენსიამ ახალი მწვრთნელი შეარჩია - ცნობილია ვინ გაწვრთნის მამარდაშვილს