გოგა ბითაძე, კრისტაპს პორზინგისი
Aa
Aa

„არაფერი სერიოზული“ | პორზინგისმა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა

„ბოსტონ სელტიქსის“ კალათბურთელმა, კრისტაპს პორზინგისმა გოგა ბითაძესთან მომხდარ ინციდენტზე ისაუბრა. „კელტებთან“ მატჩის მეოთხე მეოთხედში, ქართველ ცენტრსა და პორზინგისს შორის ვითარება დაიძაბა და მსაჯებმა გოგას პარკეტი დაატოვებინეს.

„არაფერი სერიოზული. ვთამაშობდით, შემდეგ მე და ჯეილენ საგსს შელაპარაკება მოგვივიდა და ერთმანეთის პირისპირ აღმოვჩნდით. ლაპარაკს ვაგრძელებდით, ამ დროს კი ბითაძე გვერდიდან მოვიდა და ხელი მკრა, რაზეც რა თქმა უნდა, რეაქცია მქონდა.

NBA-ისთვის ჩვეულებრივი ქმედება იყო, არაფერი სერიოზული. ვთამაშობდით და კონკურენტუნარიანი დამოკიდებულება გვქონდა. კარგია, რომ ჩვენი გუნდიდან არავინ გაუძევებიათ და თამაში გავაგრძელეთ“.

ცნობისთვის, „ბოსტონისა“ და „ორლანდოს“ მატჩის მეოთხე მეოთხედში, პორზინგისს ჯეილენ საგსთან შელაპარაკება მოუვიდა. ბითაძე თანაგუნდელს გამოექომაგა და კრისტაპსს ხელი მსუბუქად ჰკრა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ ლატვიელი ცენტრის ყელთან მოუვიდა კონტაქტი, მსაჯებმა პარკეტიდან გააძევეს. შეხვედრას რაც შეეხება, „მეჯიქმა“ მოქმედი ჩემპიონი 108:104 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დაპირისპირება პორზინგისთან და გაძევება | გოგას ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო
დაპირისპირება პორზინგისთან და გაძევება | გოგას ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო