მერაბ დვალიშვილი, უმარ ნურმაგომედოვი
Aa
Aa

„უმარ ნურმაგომედოვს იცავენ“ | რატომ არ შეუშვეს მერაბ დვალიშვილი UFC PI-ში

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და საინტერესო ამბავი გაგვიზიარა. „მანქანის“ თქმით, მას UFC-ის Performance Institute-ში (UFC-ის საკუთრებაში არსებული დაწესებულება, რომელიც მებრძოლებს წონასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ვარჯიშში ეხმარება, მათ ჯანმრთელობაზე ზრუნავს და სპორტსმენებს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქოლოგიურ დახმარებას სთავაზობს) შესვლის უფლება არ მისცეს, რადგან იქ მისი მომდევნო მეტოქე, უმარ ნურმაგომედოვი იმყოფებოდა.

„UFC PI-სთან ვიმყოფები და დაცვის სამსახურის წარმომადგენლები შენობაში შესვლის საშუალებას არ მაძლევენ, რადგან იქ უმარ ნურმაგომედოვი იმყოფება და მას იცავენ. არ ინერვიულოთ, ჩხუბამდე არ დავანგრევ, მაგრამ 18 იანვარს ყველაფერი სხვანაირად იქნება.

UFC PI-ში ტრავმებზე უნდა მემკურნალა, ბარათებზე ხელი მომეწერა და მეგობრებთან ლანჩი მქონოდა, მაგრამ ვერ შევდივარ. ეს რა ჯანდაბაა? ამ ბიჭს მაგრად ვცემ ყველანაირი უპატივცემულობისა და ტყუილების გამო, რომლებიც თქვა. უმარ, გირჩევნია ჩხუბზე გამოცხადდე. დღეს დაგიცვეს, მაგრამ 18 იანვარს ვერავინ გიშველის“, - განაცხადა დვალიშვილმა.

დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის საჩემპიონო ბრძოლა თბილისის დროით, 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება. ცნობისთვის, MMA-ში მერაბ დვალიშვილის რეკორდი 18 გამარჯვება და 4 მარცხია, უმარ ნურმაგომედოვს კი 18 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს და ამ დრომდე დაუმარცხებელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაპირისპირება პორზინგისთან და გაძევება | გოგას ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო
დაპირისპირება პორზინგისთან და გაძევება | გოგას ორლანდომ მოქმედ ჩემპიონს მოუგო