ზინედინ ზიდანი
Aa
Aa

Marca: რეალისა და საფრანგეთის ნაკრების გამო, ზიდანი ტოპ კლუბების შეთავაზებებს არ თანხმდება

ფრანგი სპეციალისტი და ყოფილი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მზად არის მუშაობას დაუბრუნდეს, თუმცა მხოლოდ 2 გუნდს განიხილავს. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ზიზუს მიმართ ინტერესი არაერთხელ გამოიჩინეს „მანჩესტერ იუნაიტედმა“, „იუვენტუსმა“, პსჟ-მ და „ბაიერნმა“, თუმცა ის მათ მუდამ უარს ეუბნებოდა.

როგორც Marca წერს, ამის მიზეზი ისაა, რომ ზიდანი საკლუბო დონეზე საკუთარ თავს მხოლოდ „რეალის“ მწვრთნელად ხედავს. იგივე ეხება ნაკრებსაც - ის მზად არის, მხოლოდ საფრანგეთის ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში.

შეგახსენებთ, რომ 52 წლის ფრანგი სპეციალისტის ბოლო სამუშაო ადგილი მადრიდის „რეალი“ იყო, რომელიც მან 2021 წელს დატოვა. სამეფო გუნდათა ერთად, მან ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ხოლო ესპანეთის სუპერ თასი 2-ჯერ მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუნდის გაძლიერება სურს - კონტემ 7 ახალი ფეხბურთელი მოითხოვა
გუნდის გაძლიერება სურს - კონტემ 7 ახალი ფეხბურთელი მოითხოვა