ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა სასტარტოში აუცილებლად უნდა დაბრუნდეს“ - ვეტერანი ფეხბურთელი ხვიჩას როლზე საუბრობს

ვეტერანმა ბრაზიელმა ფეხბურთელმა, რეჯინალდომ ნეაპოლური რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერეშის კონკურენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს „ნაპოლიში“ ფუნდამენტური როლი აქვს.

რას ამბობს რეჯინალდო:

„ვენეციას წინააღმდეგ თუ კვარაცხელია კარგად იქნება, ვფიქრობ, ის სასტარტოში დაიწყებს. ქართველი როგორც კლუბისთვის, ისე კონტესთივს ფუნდამენტურია. კვარაცხელიას მაგივრად თამაშის ნაცვლად, მწვრთნელმა შესაძლოა ბრაზილიელი პოლიტანოს მაგივრად დააყენოს და ამით გაგვაოცოს. კვარაცხელია კი თავის ადგილს უცილებლად დაუბრუნდება, რადგან ეს მთელი გუნდისთვის მნიშვნელოვანია. პოლიტანოს დამაკმაყოფილებელი სეზონი აქვს. გვაჩვენებს, რომ ფიზიკურად კარგ ფორმაშია, მაგრამ ცოტას ისვენებს. ახლა კი შესაძლოა, კონტემ მის მაგივრად თამაში ნერეშს დააწყებინოს. ადრე არაერთხელ ვთქვი, რომ კონტე კვარას და ნერეშს ერთად დაეყრდნობოდა და ვფიქრობ, რომ ეს კვირას, „ვენეციასთან“ მოხდება“.

ცნობისთვის, რეჯინალდო სხვადასხვა წლების განმავლობაში „უდინეზეს“, „ფიორენტინას“, „პარმას“ და სხვა იტალიური გუნდების ღირსებას იცავდა, კარიერის უმეტესი ნაწილი კი „სიენაში“ აქვს გატარებული.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია 1-კვირიანი დასვენების შემდეგ გასულ ტურში, „ჯენოას“ წინააღმდეგ დაბრუნდა და 15 წუთამდე ითამაშა. „ნაპოლისა“ და „ვენეციას“ დაპირისპირება კვირას, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა