„კვარა და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ...“ - რას ამბობს ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელი
„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, არტურო დი ნაპოლიმ Kiss Kiss Napoli-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიასა და დავიდ ნერეშზე ილაპარაკა.
მისი თქმით, „ნაპოლიმ“ „ჯენოასთან“ მატჩში ორი სხვადასხვა მხარე აჩვენა: პირველ ტაიმში გუნდი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, მეორე ნახევარში კი უფრო პრაგმატულად თამაშობდა მოთმინების უნარი აჩვენა.
„ეს ტიპური თვისებაა, რომელიც კონტეს გაწვრთნილი გუნდებისთვის დამახასიათებელია. ფაქტია, რომ „ნაპოლი“ ფორმირების პროცესშია, მაგრამ წინა სეზონისგან განსხვავებით უკვე ბევრი რამ გაკეთდა და თავად კონტე აქტიურად ახორციელებს თავის პროექტს. კვარაცხელია და ნერეში ძალიან ძლიერი მოთამაშეები არიან, მაგრამ ჩემი აზრით, ქართველი ძალიან მნიშვნელოვანია „ნაპოლისთვის“, როგორც თავდაცვაში, ისე თავდასხმაში. ისინი ორივე დიდ წვლილს შეიტანენ გუნდის თამაშში სეზონის ბოლომდე. რატომაც არა - მათ შეუძლიათ ერთად თამაში. უნივერსალურობის წყალობით, ისინი სავსებით თავსებადები არიან“, - თქვა დი ნაპოლიმ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 9 დეკემბერს ტრავმა მიიღო, რის გამოც 12 დღე გაუცდა.
რაც შეეხება ნაპოლის, „ჯენოასთან“ გამარჯვების შემდეგ, 38 ქულა დაუგროვდა და ატალანტას 1 ქულით გაასწრო.
„პარტენოპეი“ შემდეგ ტურში ვენეციას უმასპინძლებს. მატჩი 29 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:00-დან დაიწყება.