ლევან შენგელია, ოფი
Aa
Aa

შენგელიას კარგი მატჩი და ასისტი - ოფიმ ვოლოსი გაანადგურა

საბერძნეთის სუპერლიგის მე-16 ტურში, ლევან შენგელიას „ოფი“ საკუთარ მოედანზე „ვოლოსს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხა.

ლევან შენგელია მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 81 წუთი გაატარა. ქართველი შემტევი თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული იყო და მთელი თამაში აქტიურობდა, „ოფის“ მესამე გოლში კი დიდი როლი ითამაშა.

შენგელიამ 64-ე წუთზე ბრწყინვალე საგოლე გადაცემა შეასრულა და თანაგუნდელს გაატანინა, რითაც ანგარიში 3:0 გახდა.

მიმდინარე სეზონში ლევან შენგელიამ საბერძნეთის სუპერლიგაში მე-14 მატჩი ჩაატარა, თავი კი 2 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

16 ტურის შემდეგ, „ოფი“ სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება. შენგელიას გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 იანვარს, სტუმრად „არისის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები