ნაპოლი ან გალათასარაი - სად შეიძლება ვიხილოთ მაგუაიერი
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და ინგლისის ნაკრების მცველი, ჰარი მაგუაიერის მომავალი ჯერ კიდევ ბუნდოვანია.
როგორც The Athletic-ი წერს, 31 წლის ფეხბურთელმა გუნდი შესაძლოა უკვე სეზონის ბოლოს დატოვოს.
გავრცელებული ინფორმაციით, მაგუაიერი შესაძლოა „ნაპოლიში“ ან „გალათასარაიში“ გადავიდეს.
მედიის ცნობით, იტალიური და თურქული კლუბებს თვალს ადევნებენ სიტუაციას მისი კონტრაქტის ირგვლივ, რომელიც 2025 წლის ივნისში იწურება.
შეგახსენებთ, რომ მაგუაიერი „წითელ ეშმაკებში“ 2019 წლიდან თამაშობს. მანამდე ის „ლესტერის“ ღირსებას იცავდა.