IFFHS-მა წლის საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა - რომელ ადგილზეა სანიოლი
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაცია ყოველწლიურად სხვადასხვა პოზიციის მიხედვით, ჯილდოებს გასცემს.
წლის საუკეთესო ფეხბურთელისა და მეკარის დასახელების შემდეგ, IFFHS-მ ამჯერად საუკეთესო სანაკრებო მწვრთნელები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ათეულში საქართველოს ეროვნული ნაკრები მწვთნელი, ვილი სანიოლი მოხვდა.
ტიტული წელს ევრო-2024-ის გამარჯვებული ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლუის დე ლა ფუენტეს ერგო, რომელმაც 274 ქულა მიიღო.
მეორე ადგილზე 148 ქულით, არგენტინის ნაკრების დამრიგებელი, ლუის სკალონი გავიდა, მესამე ადგილი კი საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა დაიკავა. დიდიე დეშამს 35 ქულა ერგო.
რაც შეეხება სანიოლის, ის რეიტინგში მე-9 ადგილს იკავებს. ფრანგმა სპეციალისტმა 6 ქულა მოიპოვა.