ლევანტე, გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

ქოჩორაშვილი ტრავმირებულია - როგორია ქართველი ნახევარმცველის მდგომარეობა

ესპანურ „ლევანტესთან“ დაახლოებული სააგენტო Mundo Levante UD-ი გიორგი ქოჩორაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ქართველი ნახევარმცველის დაბრუნების სავარაუდო თარიღს ასახელებს.

სააგენტო წერს, რომ ქოჩორაშვილს ტერფზე პირველი ხარისხის დაჭიმულობა აღენიშნება, რის გამოც, 1 კვირით უქმობა მოუწევს. ქართველმა ნახევარმცველმა დაზიანება „ლევანტეს“ ერთ-ერთ ვარჯიშზე მიიღო, რის გამოც ლა ლიგა 2-ის ბოლო ტურის მატჩი გამოტოვა, სადაც მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე „უესკასთან“ ფრედ, 1:1 ითამაშა.

გიორგი ქოჩორაშვილი ვარჯიშს სავარაუდოდ 30 დეკემბერს განაახლებს, მანამდე კი მას დამატებითი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება, რათა ყველა შესაძლო რისკი თავიდან იყოს არიდებული.

„ლევანტე“ ახლა ზამთრის შესვენებაზე გავიდა და ლა ლიგა 2-ში მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, სტუმრად „ტენერიფეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები