ნაპოლი, ანტონიო კონტე
Aa
Aa

გუნდის გაძლიერება სურს - კონტემ 7 ახალი ფეხბურთელი მოითხოვა

ანტონიო კონტეს ნაპოლის გაძლიერება სურს. გამოცემა Kiss Kiss Napoli წერს, რომ იტალიელმა სპეციალისტმა პარტენოპეის ხელმძღვანელობას იანვრიდან ივნისის ჩათვლით 7 ფეხბურთელის ყიდვა მოსთხოვა.

აღნიშნული წყარო 7-დან 3 ფეხბურთელის ვინაობას ასახელებს. ესენი არიან: დორგუ, დენის მანი და ბონი. სამივე იტალიაში თამაშობს. დორგუ ლეჩეს ღირსებას იცავს, ხოლო მანი და ბონი პარმასი.

გამოცემა ასევე იუწყება, რომ კონტეს ნაპოლიში ევროპული წარმოშობის სუპერ ბომარდირი სურს, თუმცა ვინაობა არ სახელდება.

მოგახსენებთ, რომ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნაპოლი დანილოს შეუთანხმდა, თუმცა პრობლემას ორი გარემოება ქმნის.

პირველ პრობლემას ჯაკომო რასპადორის საკითხი ქმნის. ტურინის იუვენტუსს მისი ტრანსფერში ჩართვა სურს, თუმცა ნაპოლი ამის წინააღმდეგია.

მეორე პრობლემა კი ის არის, რომ დანილოს ტურინულ კლუბთან კონტრაქტი კიდევ წელიწადნახევარი აკავშირებს და მისი დარღვევა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ნაპოლის მესვეურები ბრაზილიელის გადასაბირებლად ყველაფერს გააკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ დანილო უნივერსალური ფეხბურთელია და ბევრ პოზიციაზე შეუძლია თამაში. მისი გამოყენება დაცვის ხაზის ნებისმიერ პოზიციაზეა შესაძლებელი. ასევე, 33 წლის ფეხბურთელს შეტევაშიც ნაყოფიერად შეუძლია თამაში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუარდიოლა: ახლა სხვა მხარეს ვართ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ
გუარდიოლა: ახლა სხვა მხარეს ვართ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ