გუარდიოლა: ახლა სხვა მხარეს ვართ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ
პეპ გუარდიოლამ „მანჩესტერ სიტის“ კრიზისს გამოწვევა უწოდა. „ქალაქელებმა“ ყველა ტურნირზე გამართული 12 მატჩიდან 9 წააგეს და მხოლოდ 1 მოგება აქვთ.
ესპანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ კლუბმა გამოსავალი უნდა იპოვოს.
„ეს გუნდი დიდხანს იყო სტაბილური. ყველა რეკორდი მოვხსენით. ახლა ჩვენ სხვა მხარეს ვართ და გამოსავალი უნდა ვიპოვოთ. ხანდახან ყველაფერი რთულდება და მოთამაშეებმა ასე უნდა იფიქრონ: „კარგი, ბიჭებო, მოდი, შევეცადოთ. ბოლოს და ბოლოს ეს უბრალოდ თამაშია. შეიძლება წააგო, შეიძლება მოიგო, იგივე დარჩე ან რამე შეცვალო, მაგრამ ეს უბრალოდ თამაშია. ჩვენ ვუმკლავდებოდით ამას, როდესაც ბევრს ვიგებდით, მაგრამ ახლა სხვა მხარეს ვართ, რასაც არ ველოდით. არ ვიცი, როგორი იქნება შედეგი, მაგრამ ცხოვრება გვიწვევს და ამას უნდა გავუმკლავდეთ“, - თქვა გუარდიოლამ.
ამ მომენტისთვის, მანჩესტერ სიტი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს. შემდეგ ტურში, გუარდიოლას შეგირდები „ევერტონს“ უმასპინძლებენ. თამაში 26 დეკემბერს გაიმართება.