12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა - ბურჯანაძის ლეიმა ხუვენტუდთან დამარცხდა
ბექა ბურჯანაძის შედეგიანი თამაში ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ქართველი ფორვარდის გუნდმა „ლეიმა კორუნამ” ერთ-ერთ ფავორიტ ბადალონის „ხუვენტუდს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 85:94 დამარცხდა.
ბურჯანაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, თუმცა მისი გუნდი ბოლო წუთებზე მაინც დამარცხდა.
ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. ბექამ 6-დან 5 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ერთი სამქულიანი აუცდა.
საქართველოს ნაკრების წევრმა ჯამში 12 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. მან 3 ჯარიმა მიიღო, მასზე კი მეტოქეები 4-ჯერ დაჯარიმდნენ.
4 მოგებითა და 8 წაგებით ლეიმა კორუნა მე-16 ადგილზეა, გასავარდნი ზონის ზღვარზე, მომდევნო ტურში კი, 28 დეკემბერს, ბილბაოს უმასპინძლებს.
წყარო: GBF.ge