არსენალი, მიკელ არტეტა, ბუკაიო საკა
Aa
Aa

არტეტამ დაადასტურა - საკა არსენალს დიდი ხნით გამოაკლდა

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში არსენალმა სტუმრად კრისტალ პალასი გაანადგურა. მიუხედავად ამისა, ერთი არასასიამოვნო ფაქტი მაინც დაფიქსირდა.

შეხვედრის 25-ე წუთზე მეთოფეების ერთ-ერთმა ლიდერმა ბუკაიო საკამ ტრავმა მიიღო. ინგლისელ ფეხბურთელს ბარძაყის პრობლემა აღენიშნება.

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტა შეშფოთებული იყო, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ტრავმა სერიოზული არ იქნებოდა, მაგრამ დღეს დაადასტურა, რომ ინგლისელი ფეხბურთელი მრავალი კვირით იუქმებს. მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

რა თქვა არტეტამ?

„სიტუაცია კარგად არ გამოიყურება. სამწუხაროდ, საკა მრავალი კვირის განმავლობაში უქმად იქნება. ეს გუნდისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ჩვენთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება, რომლის დაძლევაც დიდი გამოწვევაა.“

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, საკას დიდი ალბათობით ოპერაცია დასჭირდება. ასეთ შემთხვევაში, საკა მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს. შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის არსენალის ლაზარეთში ტომიასუ, ბენ უაითი და ოლექსანდრ ზინჩენკო იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დანილო ნაპოლიში ტრანსფერს დათანხმდა - პრობლემას ორი გარემოება ქმნის
დანილო ნაპოლიში ტრანსფერს დათანხმდა - პრობლემას ორი გარემოება ქმნის