ცარუკიანი მახაჩევზე: ის არც ისეთი კარგია, როგორც ხალხს ჰგონია
არმან ცარუკიანმა ისლამ მახაჩევთან დაგეგმილ რიგით მეორე ჩხუბზე ილაპარაკა, რომელიც 19 იანვარს, UFC 311-ზე გაიმართება და ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.
სომეხი მებრძოლი დარწმუნებულია, რომ მახაჩევს დაამარცხებს, რომელიც მსუბუქი წონითი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია.
„ის არც ისეთი კარგია, როგორც ხალხს ჰგონია. ხალხი ფიქრობს, რომ მახაჩევი დაუმარცხებელია, მაგრამ მე ის დავაგდე, როდესაც 22 წლის ვიყავი. პირველ რიგში, კარგად ჩხუბი ვიცი. გარდა ამისა, მე ახალგაზრდა და მშიერი ვარ. არასდროს მქონია ქამარი და ეს მე დიდ სტიმულს მაძლევს. მჯერა, რომ სწორედ მე დავამარცხებ ისლამს. ძალიან მინდა ეს ქამარი - ეს ოცნებაა. ამაზე 5 წლის განმავლობაში ვფიქრობდი“, - თქვა ცარუკიანმა ESPN-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი-ცარუკიანის პირველი დაპირისპირება 2019 წლის აპრილში, UFC Fight Night 149-ზე გაიმართა და ის ისლამის გამარჯვებით დასრულდა.