UFC-ის ტოპ 20 მებრძოლი Clutchpoints-ისგან | რომელზე არიან ილია და მერაბი?
ცნობილმა სპორტულმა პორტალმა, Clutchpoints-მა, 2025 წლის დადგომამდე, UFC-ის 20 საუკეთესო მებრძოლი დაასახელა (წონის გაუთვალისწინებლად). საუკეთესოთა შორის ორ ქართველ მებრძოლს ვხედავთ და Clutchpoints-მა ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილი გამოარჩია.
„ელ მატადორი“ მესამე პოზიციას იკავებს. თოფურია მხოლოდ ისლამ მახაჩევსა და ალექს პერეირას ჩამორჩება, სამაგიეროდ, ჯონ ჯონსზე წინ იმყოფება. „მანქანა“ მეშვიდე გახლავთ. დვალიშვილზე წინ ტომ ასპინალსა და ალეშანდრე პანტოჟას ვხედავთ.
მერაბი უსწრებს დრიკუს დუ პლესის (საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი) და ბელალ მუჰამედს (ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონი). Clutchpoints-ის საუკეთესო ოცეულში დვალიშვილის მომდევნო მეტოქე, უმარ ნურმაგომედოვიც მოხვდა და რუსი მებრძოლი მე-15 ადგილზე გაამწესეს.
შეგახსენებთ, რომ UFC-ის Pound for Pound რეიტინგში ჯონსი ილიაზე წინაა და თოფურია მე-4 პოზიციას იკავებს, დვალიშვილი კი იქაც მეშვიდეა.