Liverpool.com: კელეჰერს შეუძლია პირველი მეკარე იყოს
როგორც მოგეხსენებათ, მომავალი სეზონიდან გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის ღირსებას დაიცავს.
მიმდინარე სეზონში, ალისონ ბეკერის ტრავმის გამო ძირითად შემადგენლობაში კაომინ კელეჰერი თამაშობს, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს მშვენივრად ართმევს.
აქედან გამომდინარე, გაჩნდა კითხვები, თუ ვინ უნდა იყოს ლივერპულის პირველი მეკარე მომავალ სეზონში.
ამ საკითხთან დაკავშირებით, Liverpool.com არნე სლოტს შეტყობინებას უგზავნის.
რას წერს Liverpool.com?
„გაითვალისწინე არნე. ლივერპულის გულშემატკივრებმა დიდი ხანია იციან, თუ რამდენად კარგია კელეჰერი. შენ ახალი მწვრთნელი ხარ და კაომინისთვის შანსის მიცემა არ უნდა მოგერიდოს, თანაც მაშინ, როდესაც ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი დაბრუნდა.
მომავალ ზაფხულში, მამარდაშვილის ჩამოსვლის შემდეგ, საინტერესოა ვინ იქნება ძირითადი შემადგენლობის მეკარე. კელეჰერს, რა თქმა უნდა, შეუძლია პირველი იყოს.“
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეკარის მერსისაიდულ გრანდში ტრანსფერი მიმდინარე წლის ზაფხულში დადასტურდა, თუმცა ლივერპულმა მამარდაშვილი 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დატოვა.
ასევე შეგახსენებთ, გიორგის ამ მომენტისთვის ტრავმა აქვს და ვალენსიას ვერ ეხმარება. ღამურებს კი საშინელი სეზონი აქვთ და გასავარდნ ზონაში იმყოფებიან.