„მახაჩევს მხოლოდ ამ შემთხვევაში მოუგებს“ | რას ამბობს რობერტ უიტეკერი ილიაზე
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ორთაბრძოლაზე ილაპარაკა. უიტეკერის აზრით, ფავორიტი მახაჩევია და „ელ მატადორს“ მისი დამარცხების მხოლოდ ერთი შანსი აქვს.
„ილია თოფურიამ დაამარცხა ალექსანდრ ვოლკანოვსკი და მაქს ჰოლოუეი - მებრძოლები, რომლებიც ქვემსუბუქ წონით დივიზიონში დომინირებდნენ. სიამოვნებით ვნახავდი ილიას მსუბუქ წონით დივიზიონში და ძალიან მაინტერესებს, როგორ იჩხუბებდა.
მახაჩევისა და თოფურიას ორთაბრძოლა? თუ ისლამი წონას დაიკლებს და ქვემსუბუქში ჩავა, ილია გაიმარჯვებს, ეს მისი ერთადერთი შანსია. მსუბუქ წონით დივიზიონში, მახაჩევი ძალიან ძლიერია. მისი კრივი და კიკბოქსინგი უმაღლეს დონეზეა და თოფურიასთვის ვარიანტს ვერ ვხედავ“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ჩემპიონის ქამარი ოქტომბერში, მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ დაიცვა, რამდენიმე კვირის წინ კი განაცხადა, რომ წონის შეცვლას განიხილავს და მის გეგმაში მსუბუქ წონაში გადასვლაა, რომლის ჩემპიონი ისლამ მახაჩევია. მახაჩევს მასთან ჩხუბის პერსპექტივა არ ხიბლავს და როგორც განაცხადა, სხვა მიზნები აქვს.