გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

რეალთან ცარიელი ტრიბუნებით? | ვალენსიას ქომაგების პროტესტი

4 იანვარს, თბილისის დროით, 00:00-ზე, ესპანეთის ლა ლიგის მე-12 ტურის გადადებულ შეხვედრაში, გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „რეალს“ დაუპირისპირდება. „ღამურების“ გულშემატკივართა ჯგუფმა ქომაგებს მოუწოდა, პროტესტი გამოხატონ და „ჩეს“ ხელმძღვანელთა პოლიტიკა დაგმონ.

„ვალენსიას“ აქციონერთა ასოციაციამ Libertad VCF-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც „ღამურების“ გულშემატკივრებს მოუწოდა, 2025 წლის პირველ შეხვედრაზე, სტადიონზე არ მივიდნენ. მათ სურთ, „მესტალიაზე“ ჩანიშნულმა მატჩმა ცარიელი ტრიბუნების თვალწინ ჩაიაროს.

„ვალენსიაში შექმნილმა ვითარებამ კრიტიკულ წერტილს მიაღწია. პიტერ ლიმმა და მისმა ქვეშევრდომებმა ჩვენი კლუბი სპორტული, ეკონომიკური და სოციალური კრახის წინაშე დააყენეს. როგორც ჯგუფს, რომელსაც ვალენსიას მომავალი ადარდებს, აღარ შეგვიძლია, შექმნილი სიტუაცია დავაიგნოროთ. ჩვენი ვალია, საკუთარი პოზიცია დავაფიქსიროთ და ვიმოქმედოთ.

სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ, რომ 3 იანვარს, რეალთან მატჩში, მესტალია მთლიანად ცარიელი იყოს. კლუბის კოლაფსში მონაწილეობას არ მივიღებთ და ფულის გამო, ვალენსიას განადგურების უფლებას არ მოგცემთ. დუმილს აღარ შევინარჩუნებთ. მოდით, მესტალია გავათავისუფლოთ, რათა მფლობელთა დამღუპველი ქმედებები გავასამართლოთ და ვაჩვენოთ, რომ არ მივცემთ უფლებას, კლუბის იდენტობა და მომავალი მხოლოდ იმიტომ გაანადგურონ, რომ თავად გამდიდრდნენ. 3 იანვარს, ვალენსიის, მისი ისტორიისა და მომავლის გამო, გავერთიანდეთ“.

შეგახსენებთ, რომ „ღამურებს“ 17 შეხვედრა აქვთ გამართული და 12 ქულით სატურნირო ცხრილის მე-19 პოზიციას იკავებენ. „ჩე“ გასავარდნ ზონაშია და მე-17 ადგილზე მყოფ „ხეტაფეს“ 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა
„კვარა მგრძნობიარე ბიჭია“ | სპალეტიმ ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა