„2024 წელი მაღალ ნოტაზე დაასრულა“ | რას წერენ საფრანგეთში მიქაუტაძეზე
გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ქართველი ფეხბურთელის ბოლოდროინდელ ასპარეზობას Olympique et Lyonnais-ი გამოეხმაურა. „მიქაუტაძემ 2024 წელი მაღალ ნოტაზე დაასრულა“, - ასეთია სტატიის სათაური და აი, რას წერს საფეხბურთო პორტალი:
„სერ ალექს ფერგიუსონის დიადი მანჩესტერ იუნაიტედის მსგავსად, ლიონსაც ჰყავს სუპერ შეცვლა - გიორგი მიქაუტაძე. მართალია, 18 მილიონ ევროდ ნაყიდი ფეხბურთელი ამ სტატუსისკენ არ ისწრაფვის და ეს არაა, რაც მომდევნო წლებში ელოდება, მაგრამ მისი მთავარი კონკურენტი ალექსანდრ ლაკაზეტია და მოთმინება უნდა გამოიჩინეს.
რთული სტარტის შემდეგ, გიორგიმ შესაფერისი საწვავი აღმოაჩინა და შაბათს, თასზე გამართულ შეხვედრაში გატანილი გოლით, ლიონს ამოსუნთქვის საშუალება მისცა. მიქაუტაძემ მორიგი ბურთი შეაგდო და კარგი პერიოდი გააგრძელა. ბოლო 6 შეხვედრაში, მის ანგარიშზე 5 გოლია. ცუდი შედეგი ნამდვილად არაა თავდამსხმელისთვის, რომელსაც მცირე სათამაშო დრო ეძლევა. მას 5 გოლის გასატანად 229 წუთი დასჭირდა, ეს კი ნიშნავს, რომ ყოველ 38 წუთში ერთი გოლი გააქვს“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, მიქაუტაძის ანგარიშზე 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა. გიორგიმ 7 გოლიდან 4 საფრანგეთის ლიგა 1-ში გაიტანა, 2 ევროპის ლიგაზე, ხოლო ერთი საფრანგეთის თასზე.